ეკონომიკა: Facebook-მა რეკლამის ფასები გაზარდა | მსოფლიოს ამბები | ||
სოციალურ ქსელ Facebook-ის საიტზე რეკლამის განთავსების ღირებულება ერთი დაწკაპუნებისათვის გადახდით (Cost Per Clicks, CPCs) 2011 წლის პირველ კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ მარკეტინგული კომპანია Efficient Frontier-ის ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი. Efficient Frontier-ის ბიზნეს-ანალიტიკის უფროსი დირექტორის სიდჰარტ შახის თქმით, ფასების გაზრდა მხოლოდ განაცხადთა განთავსების ავტომატურ სისტემას შეეხო. ამავე დროს, ღირებულება უფრო ძვირი რეკლამისა, რომელიც თავად Facebook-ის მომხმარებელთა გვერდებზე ქვეყნდება, უცვლელი დარჩა. 2010 წლის შუა რიცხვებში კომპანია comScore-მა წარმოადგინა გამოკვლევის შედეგები, რომლებიც მოწმობს, რომ Facebook-ში რეკლამა დანარჩენ ონლაინ-რეკლამაზე ხუთჯერ უფრო იაფი აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, შარშან სოციალურმა ქსელმა რეკლამიდან დაახლოებით 1.86 მილიარდი დოლარი მიიღო. eMarketer-ის შეფასების თანახმად, 2011 წელს Facebook რეკლამის გაყიდვიდან ამონაგებს, 2010 წელთან შედარებით, 2-ჯერ - 4.05 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. Facebook 2004 წელს დაფუძნდა. ახლა მას ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2006.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 აპრ. 2011, 11:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.