სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნებს გაითვალისწინებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
"2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციას თუ ექნება კონკრეტული წინადადები, მზად ვართ გავითვალისწინოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა. "ბიუჯეტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტის 90% უკვე გაწერილია შესაბამის მუხლებში, გადასაწყვეტი რჩება ჯანდაცვის ნაწილი. ბიუჯეტის შესახებ დღეს კომიტეტებშიც ვიმსჯელებთ და თუ ოპოზიციას კონკრეტული წინადადები ექნება, მზად ვართ გავითვალისწინოთ", - აღნიშნა პეტრიაშვილმა. დღეს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებში და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში უკვე განიხილეს. შემდეგ პეტრიაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გააცნობს. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_199.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 11:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.