საზოგადოება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვების საიტის შექმნისთვის კონკურისი გამოაცხადა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბავშვო საიტის kids.police.ge შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საიტი შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს მატარებელი იქნება და 3-13 წლმადე ბავშვებისათვის იქნება გათვალისწინებული. შესაძლებელი უნდა იყოს საიტზე დარეგისტრირება და მომხმარებლის მონაცემების შენახვა( პროცედურა მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს). ამასთან ერთად, ბავშვებს საიტზე სურათების ატვირთვა უნდა შეეძლოს, შესაძლებელი უნდა იყოს დაწყებული თამაშის შენახვა ან ანიმაცის შექმნა , რომელსაც გაგრძელება ექნება. საიტი მომხმარებლებს უნდა "ესაუბრებოდეს", ე.წ. უნდა იყოს ინტერაქტიური (მომხმარებლებს სახელებით უნდა მიმართავდეს, რომელიც რეგისტრაციისაა იქნა მითითებული). საიტს უნდა ჰქონდეს ინტერფაისები მოზარდების ჯგუფებისათვის და რამოდენიმე ენაზე უნდა საუბრობდეს. მთავარ გვერდზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია პოლიციის მიერ ბავშვებისთვის ჩატარებული ღონისძიებების და კონკურსების შესახებ, ბლოკში განთავსებული უნდა იყოს სასწავლო ონლაინ-თამაშები, საგანმანათლებლო საბავშო ანიმაციები და ტესტები, რომელიც მათ გზაზე სწორად სიარულს, პოლიციის ფორმების, მაშველისა და მეხანძრის განსხვავებას, შუქნიშანის ფერების განსხვავებას და გზაზე სწორდ გადასვლას ასწავლის. მთელი ინფრომაცია, რომელიც საიტზე განთავსდება, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და იგი გასართობი ფორმით იქნება წარმოდგენილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1917.html
| |||
განათავსა - consul | 06 აპრ. 2011, 15:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.