ეკონომიკა: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 50 მლნ დოლარს გამოუყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 50 მლნ დოლარს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის აღსადგენად ექვს ქალაქში. როგორც 29 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განაცხადა, საუბარია ქუთაისზე, ფოთზე, ზუგდიდზე, მესტიაზე, მარნეულსა და ანაკლიას სოფელზე. ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ურბანული მომსახურების გაუმჯობესების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ მომენტში დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისათვის გადაეცა. როგორც კემულარიამ აღნიშნა, შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად, მთავრობა, თანადაფინანსების სახით, 125 მლნ დოლარს გამოყოფს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1814.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 09:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.