მეცნიერება-ტექნოლოგიები: კიდევ ერთი ქვეყანა ამბობს აესის მშენებლობაზე უარს | მსოფლიოს ამბები | ||
პერუ აპირებს უახლოესი 100 წლისთვის ოფიციალურად თქვას უარი ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე. ამის შესახებ პარასკევს საღამოს ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის პრეზიდენტმა ალან გარსიამ განაცხადა. „ფლობს რა ჰიდროენერგეტიკური, აირისა და ნავთობის რესურსების სიჭარბეს, პერუს დღესდღეობით შეუძლია ვალდებულება იკისროს, უახლოესი 100 ან მეტი წლის განმავლობაში არ გამოიყენოს ბირთვული ენერგია, რითაც მოსახლეობა დაცული იქნება ბირთვული მოწამვლისაგან, მითუმეტეს, რომ ჩვენ სეისმურად საშიშ ზონაში ცხოვრობთ“, - განაცხადა გარსიამ რადიოსადგურ RPP-ის ეთერში. მისი თქმით, აესის მშენებლობა შეიძლება დასაბუთებული იყოს მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ენერგორესურსების ნაკლებობაა. პერუს პრეზიდენტს განზრახული აქვს, უახლოეს მომავალში გააგზავნოს შესაბამისი კანონის პროექტი ეროვნულ კონგრესში განხილვის მიზნით. ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე ექვსი ატომური ელექტროსადგური მოქმედებს: ისინი ბრაზილიაში, არგენტინასა და მექსიკაში მდებარეობს. რუსეთის დახმარებით აესის აშენებას ვენესუელასა და ეკვადორში გეგმავდნენ. იაპონიაში სადგურ „ფუკუსიმა-1“-ზე აფეთქების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე განაცხადა, რომელიც რუსი სპეციალისტების მიერ 4 ათასი მეგავატის სიმძლავრის აესის აშენებას ითვალისწინებდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1649.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 09:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.