ეკონომიკა: მედექსპერტები ინდური წარმოშობის რუსი ბიზნესმენისათვის კლინიკის მიყიდვის წინააღმდეგნი არიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მედიცინის სფეროს ექსპერტები პროტესტს გამოთქვამენ რუსეთში მომუშავე ბიზნესმენისათვის არამიანცის კლინიკის გაყიდვის წინააღმდეგ. როგორც ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციასთან შეხვედრაზე ექსპერტმა რევაზ საყევარიშვილმა განაცხადა, საეჭვო წარმოშობის ბიზნესმენს დანიელ გუფთას, რომელიც არამიანცის კომპლექსში ობიექტებს შეისყიდის, ადრე საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მედიცინასთან, ასევე ამ სფეროს ბიზნესთან და იგი რუსეთში სალტეებისა და უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული. მისი თქმით, გუფთა არა მხოლოდ საქართველოში სამედიცინო ობიექტებს შეისყიდის, არამედ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებსაც და, გამომდინარე აქედან, მას ამ ობიექტებისადმი ინტერესი არა მათი პროფილის გამო, არამედ უძრავი ქონების თვალსაზრისით აქვს. ქრისტიან-დემოკრატები დაპირდნენ, რომ მომავალ კვირას დაელაპარაკებიან ეკონომიკის მინისტრს ბოლო დროის „ისტერიული“ პრივატიზაციის თაობაზე. მომავალ კვირაში პარლამენტში „სამთავრობო კვირეულია“ დაგეგმილი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1613.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მარ. 2011, 09:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.