ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა კიდევ ერთ ქართველი გაიტაცა | საქართველოს ამბები | ||
ცხინვალი რეგიონში გაიტაცეს და უკანონო დაკავებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე, მარნეულის რაიონის მკვიდრი გიორგი ელბაქიძე. ელბაქიძე გატაცებული იქნა 6 ნოემბერს ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. ამ დროისათვის იგი იმყოფება ცხინვალის დროებით დაკავების იზოლატორში. მას ბრალი წაუყენეს ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის საზღვრის" დარღვევის თაობაზე. ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს დღემდე ჰყავს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ რაზმაძე, რომელსაც იგივე ბრალდება აქვს წაყენებული. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ახორციელებს დაკითხვას ,,მოწმეების და დამნაშავეების". ჩვენ რათქმაუნდა მივესალმებით ოსს სეპარატისტების სურვილს ,,სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა, როგორც თქვა ლენინმა", მაგრამ ეს ექსპერიმენტები ჩაატარონ თავიანთ ,,მოქალაქეებზე" და თავიანთ ტერიტორიაზე - რუსეთში. წყარო - apsny.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_153.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.