ეკონომიკა: საქართველო ტურიზმის მიხედვით რეიტინგში 73-ე ადგილზეა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა მოხსენება „მოგზაურობა და ტურიზმი: კონკურენტუნარიანობა 2011“. მასში 134 წარმოდგენილი ქვეყნიდან საქართველო 73-ე ადგილზეა, მნიშვნელოვნად უსწრებს რა რეიტინგით კავკასიური რეგიონის ქვეყნების. ამგვარად, აზერბაიჯანს 83-ე ადგილი უკავია, ხოლო სომხეთს - 90-ე. თურქეთი 50-ე ადგილზეა. ლიდერთა შორისაა შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, შვედეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, კანადა და სინგაპური. ქვეყნების ინდექსის შედგენა რამდენიმე პირობის გათვალისწინებით ხდება, მათ შორისაა: საკანონმდებლო ბაზის მდგომარეობა, გარემოს დაცვა, საავიაციო ინფრასტრუქტურა და სახმელეთო ტრანსპორტის ფასები, ადამიანური და კულტურული სიმდიდრეები. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მძიმე გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ტურისტულმა სფერომ აღორძინება დაიწყო და 2010 წელს მსოფლიოს მასშტაბით ზრდამ 5-6% შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1486.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 12:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.