რუსეთი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს | საქართველოს ამბები | ||
რუსეთი ქართული მხარის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საკუთარ მოქალაქეებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა. მისივე განმარტებით, დიპლომატების დახმარებით მოსკოვი აპირებს გადაამოწმოს, ისინი ნამდვილად რუსეთის მოქალაქეები არიან თუ არა. "არსებობს საკონსულო პროცედურები. მოვითხოვთ კონსულის დაშვებას. გვინდა საბოლოდ დავრწმუნდეთ, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან", - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლობებმა 4-წლიანი ოპერაციის შემდეგ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს, რომელთა შორის 4 რუსეთის მოქალაქეა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_142.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 08:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.