ლიბიაში ალტერნატიული მთავრობის შექმნის პროცესი დაიწყო | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიაში, შესაძლოა, გარდამავალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესია გაშვებული, იტყობინება “GHN“. მისი მონაცემებით, გარდამავალი მინისტრთა კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ყოფილი იუსტიციის მინისტრი მუსტაფა აბდელ ჯალილი აწარმოებს. მანამდე იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის წინააღმდეგობის ნიშნად გადადგა, გადასცემს „Эхо Москвы“ ადგილობრივი გაზეთ „კურინას“ ინტერნეტ-ვერსიაზე მინიშნებით. სახალხო გამოსვლების მკაცრი ჩახშობების პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრის ექს-უფროსი ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის აკისრებს. ამასთან, გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ჯალილმა ახსნა, რომ ოპოზიცია არ აპირებს შურისძიებას კადაფის თანამოაზრეებზე, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. პოლიტიკოსმა განაცხადა ლიბიის მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ტრიპოლში დედაქალაქით. ამასთან, გაზეთის მონაცემებით, ალტერნატიული მთავრობა, თითქოს-და, ქვეყნის მეორე უმსხვილეს ქალაქ ბენგაზიში ჩამოყალიბდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1387.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 თებ. 2011, 13:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.