ქართული ეკლესია საშინელი განკითხვის კვირას აღნიშნავს | საქართველოს ამბები | ||
დღეს მართმადიდებლური ეკლესია საშინელი განკითხვის კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ეკლესიებში საღვთო ლიტურგია ტარდება. როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა,იგი ლიტურგიას სამების ტაძარში ჩაატარებს. დღეს მართმადიდებლური ეკლესია შეგვახსენებს საშინელ განკითხვას და ამ კვირის განმავლობაში ხორცით კვებას კრძალავს. საშინელი განკითხვის კვირა ასევე ყველიერის კვირად იწოდება. ამ კვირის განმავლობაში ხორცით კვება აკრძალულია. თუმცა რძის პროდუქტების მიღება დასაშვებია. დიდი მარხვის დაწყებამდე არსებულ ბოლო კვირას რძის პროდუქტების მიღება არ იკრძალება და საშინელი განკითხვის დღეს სრულდება რძის პროდუქტების მიღებაც. ზოგი ამ კვირას მიტების კვირას უწოდებს. ეს დიდი მარხვის დაწყებამდე არსებული მოსამზადებელი კვირაა, რომელიც ცოდვების მიტევებას ეძღვნება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1384.html
| |||
განათავსა - Legatuss | 27 თებ. 2011, 11:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.