საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი მტრად არ იქნება მითითებული | საქართველოს ამბები | ||
რუსეთი არ იქნება მითითებული საქართველოს მტრად ქვეყნის ახალ კონცეფციაში, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. „მთლიანობაში უსაფრთხოების კონცეფციები არასდროს განსაზღვრავს მტრის სახით კონკრეტულ ქვეყანას. მათში საუბარია გლობალურ საფრთხეებზე და იმაზე, თუ რომელი სტრატეგიის განსაზღვრა შეუძლია ქვეყანას მათ დასაძლევად“, - თქვა კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი შეფასებით, უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პირველი ვარიანტი „ადეკვატურად ასახავს თეორიულ საფრთხეებს“. „ამ პროექტში, რომელიც ვნახეთ, ადეკვატურადაა ასახული ის საფრთხეები, რომელთა წინაშე რეალურად დგას ქვეყანა. მასში კარგადაა განსაზღვრული ის გეგმა, თუ როგორ შეიძლება იყოს საქართველო თავდაცვისუნარიანი მათ წინაშე და რომელ კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა მიმართონ ხელისუფლებებმა, რათა ამ საფრთხეების მინიმიზირება მოახდინომ“, - თქვა კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების საბჭო ამუშავებს უსაფრთხოების ახალ კონცეფციას, რომლის განხილვაშიც პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1234.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 თებ. 2011, 16:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.