საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას ზაფხულიდან დაიწყებენ | საქართველოს ამბები | ||
2011 წლის ზაფხულიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება. ახალი მოწყობა იქნება პლასტიკური ბარათის ტიპისა, რომელიც მომავალში მრავალ დოკუმენტს შეცვლის. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტში მოაწყო სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული რეფორმების, იუსტიციის სახლთა კონცეფციებისა და „აიდი“ ბარათების პროექტის პრეზენტაცია. იგი საუბრობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნო. სამინისტრო გეგმავს იუსტიციის სახლების შექმნას, სადაც მოქალაქეები ერთ სივრცეში სახელმწიფო სექტორში არსებული ყველა სერვისის მიღებას შეძლებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1224.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 თებ. 2011, 12:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.