ევროკავშირი მარცვლეულზე საიმპორტო ტარიფების შემცირებას გეგმავს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროკავშირი მარცვლეულსა და რიგ სხვა სასურსათო საქონელზე, მათზე ფასების სწრაფი ზრდის პირობებში, საიმპორტო ტარიფების შემცირებას გეგმავს. როგორც 11 თებერვალს ლონდონის გაზეთ „Financial Times“-ში დაიწერა, ევროკომისიის აგრარულმა კომიტეტმა მოამზადა დირექტივა, რომელიც ამცირებს გადასახადების სიდიდეებს საკვები ჯიშის იმპორტულ ხორბალზე, ქერზე და შაქარზე. „არსებული საიმპორტო ტარიფები მოწოდებულია, დაიცვან ევროკავშირის შიდა ბაზარი, მაგრამ საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო ფასების ზრდა აიძულებს ევროკომისიას, შეამციროს ისინი ევროპელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნავს გამოცემა. გასული წლის ივნისიდან ფასები საკვებ ხორბალზე ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე 110%-ით გაიზარდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1160.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 თებ. 2011, 13:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.