საქართველოს სოფლებს 5 მლნ ლარი გამოუყვეს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სოფლებისათვის დახმარების პროგრამის ფარგლებში, კახეთის 8 რაიონს 5 030 564 ლარი გამოუყვეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა შეატყობინა. მისი თქმით, პროგრამის მიზანია სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრა. ახმეტის მუნიპალიტეტისათვის გამოყოფილია 574 267 ლარი, თელავისთვის - 665 796, ყვარელისთვის - 433 828, ლაგოდეხისთვის - 883 574, გურჯაანისთვის - 837 208, სიღნაღისთვის - 529 539, საგარეჯოსთვის - 750 600 და დედოფლისწყაროსთვის - 355 752 ლარი. პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მუნიციპალიტეტთა ხელმძღვანელებმა დაიწყეს გამოსასვლელი შეხვედრები სოფლების მაცხოვრებლებთან. გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსახლეობა პრიორიტეტად წყალმომარაგების სისტემას, სკოლების, გზების, ხიდებისა და გზების განათების რეაბილიტაციას ასახელებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1140.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 თებ. 2011, 13:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.