კომპიუტერები ექსპორტირებული იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანში | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
კომპანია "ალგორითმი" გეგმავს საქართველოში აწყობილი კოპტიუტერების ექსპორტირებას სომხეთსა და აზერბაინაში. ამის შესახებ გვაცნობებს კომპანიის დამკვირებელთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კოხორაშვილი. მისი თქმით, ეს იქნება პირველი ქარხანა კავკასიაში. " კომპიუტერული ფაბრიკა განათლების სამინისტროსა და კომპანია "ინტელის" მხარდაჭერით შენდება. "ინტელი" არ გეგმავს სხვა მსგვასი პროექტის განხორცილებას კავკასიაში, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ კონკურენტები არ გვეყოლება. შესაბამისად, საქართველოში აწყობილი კომპიუტერების ექსპორტი იგეგმება სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც.'-განაცხადა კოხორაშვილმა. "ფაბრიკის მშენებლობა კომპიუტერების აწყობისათვის უკვე დაიწყო თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება.შესაბამისად ახალ სასწავლო წელს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება ნოუთბუქებით,"- აღნიშნა კოხორაშვილმა და დაამატა, რომ ამ ეტაპზე ქარხანა აპირებს გამოუშვას 60 ათასი ნოუთბოქი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1138.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 თებ. 2011, 11:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.