ქობულეთში იწყება ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თემურ ჭყონიას სასტუმრო „Georgia Palace Hotel“-ს უახლოეს მომავალში კონკურენტი გამოუნჩდება. ქობულეთში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება. ობიექტს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი როსტომ კურტანიძე ააშენებს, რომელმაც ქობულეთში, აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ფასმა 1 მლნ 652 ათასი ლარი შეადგინა. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია 2014 წლის 1 თებერვლამდე ააშენოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც, სულ ცოტა, 150 ნომერზე იქნება გათვლილი. ასევე კომპლექსში განთავსებული იქნება რესტორანი, საბანკეტო დარბაზი და კაზინო. ობიექტზე დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქენი უნდა იყვნენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1059.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 თებ. 2011, 13:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.