ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს | საქართველოს ამბები | ||
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ძიუდოს მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 26 ქვეყნის დაახლოებით 200 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ოთხი მედალი მოიპოვა: ორი ოქროსი, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოსი. „ოქრო“ წილად ხვლდა ამბაკო ავალიანსა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ). ვერცხლის პრიზიორი დავით კარბელაშვილი (81 კგ) გახდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ზვიან ხანჯალიაშვილმა (+105 კგ) მოიპოვა. მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი 5-6 თებერვალს პარიზში გაიმართება. საქართველოს ნაკრები საფრანგეთში ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1049.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 იან. 2011, 17:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.