საქართველოს კომერციული ბანკების მდგომარეობა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქართული საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და უცხოური ბანკის ორი ფილიალი. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების საერთო აქტივები (მიმდინარე ფასებში) 419.1 მლნ ლარით , ან 4.1%-ით გაიზარდა და 10564.2 ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარმა საშუალებებმა 1787.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების საერთო აქტივების 16.9%-ს შეადგენს. ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა 80.7%-ს შეადგენს. 2010 წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მოგებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით საბანკო სექტორის საერთო აქტივებში ხუთი უმსხვილესი ბანკის აქტივთა წილი 1.0%-ით გაიზარდა და 78.1% შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1013.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 იან. 2011, 15:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.