| ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან აეროპორტს ააშენებს | | მსოფლიოს ამბები |
ჩინეთი გეგმავს აეროპორტის აშენებას, რომელიც მსოფლიოში სხვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მაღლა იქნება განლაგებული. ამის შესახებ იტყობინება Reuters ადგილობრივ მასმედიაზე მინიშნებით. პროექტზე მუშაობა გაისად დაიწყება. აეროპორტი ტიბეტის რაიონ ნაგჩუში, ზღვის დონიდან 4436 მეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული - ეს სულ რაღაც 100 მეტრით უფრო მეტია ამჟამინდელი რეკორდსმენის სიმაღლეზე ქალაქ კამდოში (ჩინეთი). მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4334 მეტრია.
|
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ | | საქართველოს ამბები |
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი კოლეგები საქართველოდან კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან, იუწყება “GHN“. „ოფიციალური თბილისის მცდელობებმა, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების არსი დაემახინჯებინა, ბოლო დროს მთლად ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო. შეთანხმების ერთ-ერთმა უშუალო შემმუშავებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ს. კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ვერ ხედავს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „საბაჟო ტერმინალი“ და „საბაჟო დეკლარაცია“, რომლებსაც ცოტახნისწინდელ ბრიფინგზე რუსეთის სსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა.კ. ლუკაშევიჩმა ახსენა“, - აღნიშნულია რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
|
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა | | საქართველოს ამბები |
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.
|
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|